გაკვეთილის გეგმა

იხილეთ გაკვეთილის გეგმა- პითაგორას თეორემა





1
კლასი/კლასები
VIII კლასი
2
საგანი
მათემატიკა
3
მასწავლებელი
გოჩა ბერიძე
4
ჩატარების დრო
13.11.2018
5
გაკვეთილის ხანგრძლივობა
45 წთ
6
გაკვეთილის მთავარი თემა
პითაგორას თეორემა
7
მოსწავლეთა პროფილი
კლასში 2 მოსწავლეა. კლსში არ არის განსაკუთრებული საჭიროების მქონე მოსწავლე და სწავლება ხდება ჩვეულებრივი ფორმით.
8
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები პრაქტიკული სამუშაოს შესრულების შედეგად აღმოაჩენენ მართკუთხა სამკუთხედის გვერდებს შორის დამოკიდებულებას. გაეცნობიან პითაგორას თეორემის მნიშვნელობას ყოფაცხოვრებაში.
9
გაკვეთილის მიზანი
მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ პითაგორას თეორემის გამოყენების პრაქტიკული ცოდნა ამოცანების ამოხსნის დროს. მათ შეძლონ მართკუთხა სამკუთხედში ერთერთი გვერდის პოვნა დანარჩენი ორის საშუალებით.
10
გაკვეთილის შედეგები

მათVIII.9-1, 2, 3
მოსწავლე: იყენებს ფიგურათა თვისებებს და ტოლი ფიგურების შესაბამისი ელემენტების შედარების მეთოდს ფიგურის ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
იყენებს დეკარტეს კოორდინატებს ფიგურის ან მისი ელემენტის უცნობი ზომის მოსაძებნად.
პოულობს ფიგურის ფართობს მარტივ ფიგურებად დაყოფის ან/და მარტივ ფიგურამდე შევსების ხერხით.
მათ.VIII.10.2
იყენებს ალგებრულ გარდაქმნებს, ტოლობის და უტოლობების თვისებებს გეომეტრიულ დებულებათა დასაბუთებისას.
11
წინარე ცოდნა
მოსწავლეებმა იციან:
რიცხვების კვადრატი, შემოკლებული გამრავლების ფორმულები.
არითმეტიკული კვადრატული ფესვის ცნება.
კარლკულატორის გამოყენება.
სამკუთხედის და მართკუთხედის პერიმეტრის გამოთვლა.
მართკუთხა პარალელეპიპედის ზედაპირის ფართობის და მოცულობის გამოთვლა.
სამკუთხედის უტოლობა
12
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეებს ვაფასებ იმის მიხედვით, თუ რამდენად შეუძლიათ სიდიდეებს შორის დამოკიდებულების აღმოჩენა, რამდენად აქვთ მსჯელობის, ანალიზის და დასკვნების გამოტანის უნარი. შეფასებას ვახდენ საშინაო დავალებისა და საკლასო სამუშაოს კომპონენტებში(იხილეთ შეფასების რუბრიკა)
13
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

VIII კლასის მათემატიკის სახელმძღვანელო,  
გ.გოგიშვილი; თ.ვეფხვაძე
კალკულატორი,სახაზავი, მუყაოსაგან გამოჭრილი მართკუთხა სამკუთხედები, კომპიუტერი, ინტერნეტი.
9
გაკვეთილის მსვლელობა/საკლასო მენეჯმენტი
(საფეხური-A)
აქტივობა 1–3 წთ
საორგანიზაციო საკითხები(მიზნის გაცნობა, შეფასების პრინციპების გაცნობა)
აქტივობა 2 –7წთ
საშინაო დავალების შემოწმება– მოსწავლეები ერთმანეთის რვეულებს ცვლიან, ამოწმებენ ერთმანეთის ნამუშევრებს და აკეთებენ შესაბამის კომენტარებს. შემდეგ მასწავლებელი რამდენად სწორად შეასრულეს დავალება და შესაბამის შეცდომებზე რამდენად სწორი კომენტარი გააკეთეს.
აქტივობა3 -4 წთ
წინარე ცოდნის შემოწმება ფრონტალური კითხვებით.
1)    როგორი სამკუთხედს ეწოდება მართკუთხა სამკუთხედი?
2)    მართკუთხა სამკუთხედში კუთხის სინუსის, კოსინუსისა და ტანგენსის განმარტება.
3)    რა დამოკიდებულებაა მართკუთხა სამკუთხედის გვერდებსა და კუთხეებს შორის?
(საფეხურიB)
აქტივობა 4–6წთ
მოსწავლეებს წინასწარ დამზადებული აქვს მუყაოსაგან მართკუთხა სამკუთხედები ზომების მიხედვით და ვაძლევ დავალებას–სახაზავის გამოყენებით გაზომონ სამკუთხედის გვერდების სიგრძეები და იფიქრონ მათ შორის დამოკიდებულების აღმოჩენაზე.
(საფეხურიC)
აქტივობა5-4 წთ
 მოსწავლეები მიდიან დასკვნამდე, რომ ჰიპოტენუზის კვადრატი უდრის კათეტების კვადრატების ჯამს, შემდგომ მასწავლებელი აყალიბებს პითაგორას თეორემას.
აქტივობა6-5წთ
სახელმძღვანელოს გამოყენებით ამტკიცებენ თეორემას და ახდენენ ახალი მასალის შეჯამებას.
აქტივობა7-12 წთ
მოსწავლეები ხსნიან ამოცანებს, რომლებიც წინასწარ აქვთ კომპიუტერში და შემდეგ აკეთებენ შესრულებული სამუშოს პრეზენტაციას
აქტივობა8-2 წთ
ვაძლევ დავალებას: მოიძიონ ინფორმაცია ინტერნეტში პითაგორას და მისი თეორემის შესახებ.
ვაძლევ ამოცანებს და ტექსტს სახელმძღვანელოდან.
აქტივობა 9–2 წთ
შეფასება .
ვაფასებ განმსაზღვრელი შეფასებით.ვაკეთებ კომენტარებს


შეფასების რუბრიკები მათემატიკაში
საშინაო დავალება
შედეგები
1-2 ქულა
3-4 ქულა
5-6 ქულა
7-8 ქულა
9-10 ქულა
საკუთარი აზრის დასაბუთება
არ არის ჩართული
იშვიათად ერთვება
პერიოდულად ერთვება
აქტიურია
აქტიურია,რედუქტიულია
სხვისი აზრის მიმართ პატივისცემის დემონსტრირება
არ გამოთქვამს საკუთარ აზრს
იშვიათად გამოთქვამს საკუთარ აზრს
პერიოდულად გამოთქვამს საკუთარ აზრს
გამოთქვამს საკუთარ აზრს
ყველა საკითხზე აქვს საკუთარი აზრი და ასაბუთებს მას
დავალების სისტემატურად შესრულება
არ ასრულებს დავალებას
პერიოდულად ასრულებს დავალებას, ისიც არასწორად
დავალებას ასრულებს ხშირი ხარვეზებით
დავალებას ასრულებს მცირე ხარვეზებით
სისტემატურად ასრულებს დავალებას
ვერ გაიაზრებს დავალებას, ვინაიდან არ არის ჩართული საგაკვეთილო პროცესში
პერიოდულად ასრულებს დაბალებას, ისიც გაუაზრებლად
ცდილობს
სწორად გაიაზრებს დავალებას
სწორად გაი-
აზრებს
დავალებას
შემოქმედებითად
უდგება  ყველა სახის
დავალებას






Комментариев нет:

Отправить комментарий